რეზონანსი
15.09.2025

ხმაური და დაპირისპირება იყო ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. რუსთაველის გამზირის მიმდებარედ ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი შენობიდან მოსული მარშს რამდენიმე ახალგაზრდა აედევნა. ისინი მარშის მონაწილეებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდნენ.

სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ აღნიშნულმა ახალგაზრდებმა ბესიკის ქუჩაზე გადაინაცვლეს, რომლებსაც აქციის მონაწილეები დაედევნნენ.

სანამ პოლიცია ვითარებას განმუხტავდა, აქციის მონაწილეების თქმით, ერთ-ერთმა ახალგაზრდამ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო. პოლიციამ ადგილზე რამდენადმე პირი დააკავა.

პოლიციამ ერთი პირი რუსთაველის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ კაფეში შეიყვანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×