
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ განათლების სისტემამ ზუსტად უპასუხოს „მიმართულებით, - აცხადებს პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე, შოთა ბერეკაშვილი, რომელიც „იმედის დილაში“ რუბრიკა Business Insider Georgia-ს სტუმარი იყო. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ შეიქმნას კვლევისა და განვითარების ცენტრები, ამ პროცესებში მნიშვნელოვანია როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის ჩართულობაც.
"ეს ნიშნავს იმას, რომ დაწყებული პროფესიული და დამთავრებული სამეცნიერო-საგანმანათლებლო მიმართულებით განათლების სისტემამ უნდა მიაწოდოს შესაბამისი კადრები სტრატეგიულ ეკონომიკურ სექტორებს. ჩემი პირადი მოსაზრებაა, რომ ჩვენ უაღრესად მდიდარი ვართ ადამიანური კაპიტალით. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ინოვაციებზე, ხელოვნურ ინტელექტზე, ჩვენ ვგულისხმობთ ქვეყანაში კვლევის და განვითარების ცენტრების შექმნას და განვითარებას. გვაქვს ძალიან დიდი მეცნიერული მოღვაწეობის ისტორია და აუცილებებლია აღნიშნული ადამიანური კაპიტალი განვავითაროთ და გამოვიყენოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ მზად ვართ, მნიშვნელოვანი რესურსის გამოყოფისთვის ამ მმიმართულებთ, ასევე მიმაჩნია, რომ კერძო სექტორმაც უნდა იაქტიუროს და მნიშვნელოვანი თანხები გამოყოს კვლევის და განვითარების ცენტრების შექმნის და განვითარებისთვის. ვიცი, რომ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მზადდება მნიშვნელოვანი განათლების რეფორმა, რომელიც სწორად უპასუხებს ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს და ეს არის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის ნაწილი“, - აცხადებს შოთა ბერეკაშვილი.