რეზონანსი
15.09.2025

14 წლის ბავშვი, რომელზე ძალადობის ამსახველი კადრებიც 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა, ახალი სასწავლო წლის დაწყებას სახლში შეხვდა. ოჯახის ახლობელი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ბავშვი თავს ცუდად გრძნობს და მას ფსიქოლოგი ეხმარება.

როგორ გრძნობს თავს მოზარდი?პოსტის ავტორს რადიო თავისუფლება 15 სექტემბერს დაუკავშირდა. მან გვითხრა, რომ ვიდეო ბავშვის დედის თხოვნით გამოაქვეყნა და მისივე თხოვნით წაშალა:

„ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე [წავშალე], ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და ეს კადრები უფრო თრგუნავდა. ჩემმა პოსტმა უკვე იმუშავა და სათქმელი თქვა, იცის ყველამ, ვისთან გვაქვს საქმე და ამ საშინელი კადრების ფრიალი აღარ იყო საჭირო“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას.

ქალი ამბობს, რომ მოზარდის ოჯახმა საპატრულო პოლიცია მაშინვე გამოიძახა. მისი თქმით, ბავშვს უკვე ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

„ჰქონდა ნაკაწრები, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობა. ყბის მოტეხილობაზე ეპარებოდათ ეჭვი და ღმერთს მადლობა, გადარჩა ბავშვი. შეგიძლიათ, იაშვილში [პედიატრიული კლინიკა] მოიძიოთ ინფორმაცია და სასწრაფო დახმარების საინფორმაციო ცენტრს ჰკითხოთ ან პოლიციას, მასალები მათ აქვთ“, - გვეუბნება ქალი.

წყარო: რადიო თავისუფლება

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×