რეზონანსი
12.09.2025

მერამდენედ უნდა უმტროს უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს, რათა დარწმუნდნენ მავანნი, რომ დღევანდელი უკრაინა არის ჩვენი მტერი, აქედან გაქცეული ყოფილი ხელისუფლების კრიმინალების ჩათვლით. ეჭვი არ მეპარება, რომ "ჰექსოგენის" შემოტანა ჩვენს ტერიტორიაზე გია ლორთქიფანიძის და სხვა დანარჩენის გარეშე არ მოხდებოდა, - წერს ექსპერტი, ნინო ფოჩხუა სოციალურ ქსელში.

ფოჩხუას განცხადებით, სწორედ სუს-ის თანამშრომლების წარმატებული მუშაობით გადარჩა საქართველო უბედურებას.

„მერამდენედ უნდა უმტროს უკრაინის დღევანდელმა ხელისუფლებამ საქართველოს, რათა დარწმუნდნენ მავანნი, რომ დღევანდელი უკრაინა არის ჩვენი მტერი, აქედან გაქცეული ყოფილი ხელისუფლების კრიმინალების ჩათვლით. ეჭვი არ მეპარება, რომ "ჰექსოგენის" შემოტანა ჩვენს ტერიტორიაზე გია ლორთქიფანიძის და სხვა დანარჩენის გარეშე არ მოხდებოდა. სუს-ის დღევანდელი ბრიფინგი ამ თემას ეხებოდა, ისევ უკრაინა და უკრაინის მოქალაქეები. სამწუხაროა. ამ შემთხვევაში უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების წარმატებული მუშაობის შედეგად გადარჩა ქვეყანა დიდ უბედურებას, მომავალში კი ჩვენ თითოეული მოქალაქე უნდა დავდგეთ მედგრად, ვამხილოთ და არ მივცეთ საშუალება აქაურ აგენტურას მოაწყოს არეულობა და გადაჩეხოს ქვეყანა უფსკრულში“, - წერს ნინო ფოჩხუა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×