
ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს, – ამის შესახებ ნათქვამია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პოსტში, რომელიც მის ფეისბუქგვერდზე გამოქვეყნდა.
გიორგი ვაშაძის თქმით, აბსურდული ბრალდებით ლევან ხაბეიშვილის დაკავება ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი აცნობიერებს სისუსტეს და იმას, რომ საზოგადოებაში მხარდაჭერა არ აქვს.
„ლევან ხაბეიშვილი არის ერთ-ერთი გამორჩეული მებრძოლი ლიდერი. დღეს მისი დაკავება სრულიად აბსურდული ბრალდებით ნათლად აჩვენებს, რომ რეჟიმი თავადაც აცნობიერებს თავის სისუსტეს და იმას, რომ მას საზოგადოებაში არანაირი მხარდაჭერა არ აქვს. მშვიდობიანი და სამართლიანი ცვლილება არის ჩვენი ხალხის ძალა და არჩევანი. ბრძოლა არ ჩერდება, 4 ოქტომბერს ყველამ ერთად უნდა დავუმტკიცოთ რეჟიმს, რომ საქართველო ეკუთვნის ქართველ ხალხს. ბრძოლა ბოლომდე! ბრძოლა თავისუფლებამდე!“ – წერს გიორგი ვაშაძე.