რეზონანსი
11.09.2025

ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის! მე დაკავების მოლოდინი მქონდა, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა დაკავებისას განაცხადა.

მისი თქმით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი ხელმძღვანელი მამუკა მდინარაძე დავალებას ასრულებენ.

„მეგობრებო, უნდა გესმოდეთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, მდინარაძეს, რა დავალებაც ჰქონდა, ასრულებს. არაფრის შეგეშინდეთ, იმიტომ, რომ ძალა არის ქართველ ხალხში. ნუ შეგეშინდებათ ნურაფრის, მე ამის მოლოდინი მქონდა და ისინი აპირებენ დამაკავონ. მაკავებენ, იმიტომ, რომ თურმე ერთ ადამიანს, ხაბეიშვილს შეუძლია ივანიშვილის დამარცხება. თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ივანიშვილი, თქვენ შეგიძლიათ დაამარცხოთ ეს რეჟიმი,“- განაცხადა ხაბეიშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ცოტა ხნის წინ დააკავეს.

შესაბამის კადრებს „ფორმულას“ დირექტორი მიშა მშვილდაძე ავრცელებს. მისი ინფორმაციით, ხაბეიშვილის დაპატიმრება ტელეკომპანია „ფორმულასთან“ მოხდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×