რეზონანსი
11.09.2025

კოალიციამ “ძლიერი საქართველო - ლელო“ კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატად, ყოფილი საჯარო მოხელე, თამარ ბოყოველი წარადგინა. კრწანისის მოსახლეობისადმი სიტყვით მიმართვისას, თამარ ბოყოველმა ყველა იმ პრიორიტეტზე ესაუბრა, რომელიც “ძლიერი საქართველო - ლელოს” საარჩევნო პროგრამის ძირითადი ნაწილია. უსაფრთხო ქალაქი თბილისელებისთვის, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, ქვეყნის ევროპული გზის ერთგულება, პენსიონერების სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა და ხარისხიანი განათლება ყველა ახალგაზრდისვთის, ეს იმ საკითხების ერთი ნაწილია, რომელზე მუშაობასაც მაჟორიტარობის კანდიდატი საკრებულოში გეგმავს.  საკუთარი მიმართვა კრწანისის მაჟორიტარობის კანდიდატმა პოლიტპატიმრების სოლიდარობით დაიწყო, თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა და მალე გათავისუფლება უსურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×