რეზონანსი
11.09.2025

GORBI-ს კვლევა არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ზოგადი პოლიტიკური ტენდენციების, რაც ქვეყანაში მიმდინარეობს, არავისთვის არ იყო სიურპრიზი, რომ „ქართული ოცნების“ რეიტინგმა მოიმატა და შეიძლება ითქვას, რომ ამ რეიტინგის მომატება გამოწვეულია იმ ფაშიზმის პროვოკაციების მზარდი ინტენსივობით, რასაც ჩვენი რადიკალები ახორციელებენ, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ,  მაია ბითაძემ განაცხადა.

მაია ბითაძის განცხადებით, GORBI-ს კვლევაში ყველაფერი ლოგიკურია, რამდენადაც „ლელოსა“ და „გახარიას“  პოლიტიკურმა პარტიებმა  28 ქალაქში ვერ შეძლეს მერის კანდიდატურის დაყენება, „შესაბამისად GORBI-ს  კვლევები არის იმის ნათელი დადასტურება, რომ „ ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია სწორი მიმართულებით მიმდინარეობს“.

„არავის ამ ქვეყანაში, მიუხედავად პოლიტიკური სიმპათიებისა, არ სურს სიტუაციის არევა, ხოლო ჩვენი რადიკალების ერთადერთი სურვილი არის ქუჩაში სიტუაციის არევა და ამით საქართველოში დესტაბილიზაციის შექმნა, რომ  რაიმეს გამორჩნენ ამით აპოლიტიკურად.  გარდა ქუჩაში მიმდინარე მოვლენებისა - რადიკალიზაციისა და ფაშიზმისა, ჩვენ ნათლად ვხედავთ, რომ ის პოლიტიკური პარტიები, „ლელოს“ და „გახარიას“ ვგულისხმობ, რომლებიც მონაწილეობენ პოლიტიკურ პროცესში არა თუ კვლევების მიხედვით ახერხებენ ამომრჩევლის მობილიზებას, არამედ ამ პარტიებმა მარტივად ვერ შეძლეს, თუნდაც 28 ქალაქში მერის კანდიდატურის დაყენება, რომ არაფერი არ ვთქვათ მაჟორიტარებზე და ზოგადად საარჩევნო კომისიებში წარმომადგენლების მობილიზებაზე. ასე რომ, აქ ყველაფერი ლოგიკურად დასრულდა GORBI-ს  კვლევების მიხედვით, შესაბამისად GORBI-ს  კვლევები არის იმის ნათელი დადასტურება, რომ „ ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანია სწორი მიმართულებით მიმდინარეობს და ის პოლიტიკა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ბოლო წლების განმავლობაში როგორც გარე, ისე შიდა პოლიტიკური პროცესების თვალსაზრისით ახორციელებს არის სწორედ ის პროცესი, რაც საქართველოს მოსახლეობის დაკვეთაა“,- განაცხადა მაია ბითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×