
ბათუმში რამდენიმე დღის წინ დაკარგული 36 წლის საბა ხარებავა გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას გარდაცვლილის ახლობლები ადასტურებენ.
"სულის ტკივილი იცით რა არის? ჰოდა, ეგ სული მტკივა.
რომ გეტყოდი, ყველაზე მეტად მიყვარხარ-თქო გამიცინებდი.... ხო, არც არაფერი შეცვლილა, ისევ ყველაზე მეტად მიყვარხარ. რა გვეშველება უშენოდ ჩემო გულიანო ბიჭო", - წერს გარდაცვლილის მეუღლ სოციალურ ქსელში.
საბა ხარებავა 13 აგვისტოს დაიკარგა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე