რეზონანსი
29.08.2025

ისრაელის პოლიციამ ოპერატიულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ცხელ კვალზე, ქართული კრიმინალური დაჯგუფების წევრები დააკავეს,რომლებიც ავტობუსებში ხანდაზმულ ადამიანებს სისტემატიურად ძარცვავდნენ.

ცენტრალურმა პოლიციის დეპარტამენტმა უკვე დაასრულა ფართომასშტაბიანი გამოძიება ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც სისტემატურად ძარცვავდა ხანდაზმულ მგზავრებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში. დაჯუფების წევრები არიან საქართველოს მოქალაქეები.

გამოძიების თანახმად, დაჯგუფების წევრები პენსიონერებს ავტობუსის გაჩერებაზე „ირჩევდნენ“, შემდეგ მათთან ერთად მგზავრობდნენ. მოგვიანებით კი ავტობუსშივე ძარცვავდნენ. მათ ოსტატურად ამოჰქონდათ საფულეები, ფული და ძვირფასი ნივთები ხანდაზმულთა ჯიბეებიდან და ჩანთებიდან.

კრიმინალები ისრაელის სხვადასხვა რეგიონში მოქმედებდნენ და მათი სქემების მსხვერპლი 100-ზე მეტი ისრაელელი მამაკაცი და ქალი გახდა. დაზარალებულთა უმრავლესობა 70-დან 90 წლამდე ასაკისაა. პოლიციამ გააერთიანა მსხვერპლთა საჩივრები შფელას, გუშ დანის, აშდოდის და ჰაიფას რაიონებში.

ოპერატიული ინფორმაციით გამომძიებლებმა შეძლეს ხუთი ეჭვმიტანილის იდენტიფიცირება - ყველა მათგანი დაახლოებით 30 წლისაა. საქმის მასალები ბრალდების მოსამზადებლად უკვე პროკურატურას გადაეცა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×