
ლიკა შენგელიასა და სალომე გოგიაშვილის შესახებ ბოლო დროს მედია აქტიურად წერდა. ამბავი მათი კონფლიქტის შესახებ უამრავმა ადამიანმა გაიგო - სალომემ და ლიანამ სოციალურ ქსელში საჯაროდ თავად ისაუბრეს.
ლიკა შენგელიამ სალომე გოგიაშვილს, მეუღლეზე ეჭვიანობის საფუძველზე, ფიზიკურ ძალადობაში, კერძოდ, თავის არეში ბლაგვი საგნის, სავარაუდოდ, ჩაქუჩის ჩარტყმაში დასდო ბრალი. სალომე გოგიაშვილმა ამ განცხადებას ცრუ ბრალდება უწოდა და ცილისწამებისთვის სასამართლოში ჩივილი გადაწყვიტა.
მოგვიანებით სალომე გოგიაშვილმა ე.წ. სქრინები და აუდიოჩანაწერიც გაასაჯაროვა, სადაც მუქარის შემცველი ტექსტები ისმის.
ამჯერად ლიანა შენგელია მორიგ ვრცელ ტექსტს აქვეყნებს:
"ბევრი მეუბნება, რომ გავჩუმდე, რომ ჩემ გარდა არავის აინტერესებს ჩემი სიმართლე და რომ აზრი არ აქვს, ბრბოს რამე დაუმტკიცო. თუმცა, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამხელა ცილისწამება და ბულინგი, რომელიც ერთი არაადამიანის ენის საფუძველზე განხორციელდა ყველანაირი დამამტკიცებლის გარეშე. კამერის წიმ მხოლოდ მისი ბრალდებები, მუქარები და ტირილი ისმოდა, რაც შემდეგ ამოჭრა ვიდეოდან ყველა ვითომ ჩემი სიტყვა და რატომღაც აღარ ჩივის ცილისწამებაზე. ანუ, რასაც უნდოდა, მიაღწია?
სამაგიეროდ, ის, ვინც ხმამაღლა ყეფს და ბრბოს ემოციებზე თამაშობს, არ ნიშნავს, რომ მართალია და ჩემი სიმართლე თავის საქმეს აკეთებს: ამოღებულია სატელეფონო ისტორია, სადაც თვალნათლივ ჩანს, რომ ცხოვრებაში არასდროს, ვიმეორებ, არასდროს არც ერთი ზარი, არც ერთი მესიჯი არ მაქვს გაგზავნილი და WhatsUp-ზე არანაირი კომუნიკაცია არ მქონია ჩემს "ახლო მეგობარ ქალბატონთან". ასევე, მეორე ნაძირალასთან, ვინც ჩაიწერა ჩემი საუბარი და სწორედ ეგ საუბარი არის ჩემი ალიბი, რომელიც, რატომღაც, დამინდეს და არ გამოაქვეყნეს და და გამოფინა მხოლოდ ჩემი შვილის ანერვიულებული და ემოციური პირადი საუბარი".
ლიანა შენგელიას ახალ პოსტს სოციალურ ქსელში უპასუხა სალომე გოგიაშვილმა.
"წავიკითხე ქალბატონის ახალი სტატუსი - გულწრფელად გეუბნები, უკვე ბრაზმაც გადამიარა", - ამბობს სალომე გოგიაშვილი გამოქვეყნებულ ვიდეოში. მან საკუთარ გვერდზე ე.წ. სქრინები კიდევ ერთხელ გააზიარა, სადაც ლიანა შენგელიას ჩანაწერის საპირისპიროს ამტკიცებს.
როგორც სალომე წერს, საქმე სასამართლომდე აუცილებლად მივა, სამართლებრივ პროცედურებს კი დრო სჭირდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე