რეზონანსი
21.08.2025

 ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში ემოციუ პოსტს ავრცელებს.

ემიგრანტი "ფეისბუში" წერს, რომ მისი შვილი მასთან,ამერიკაში ბრუნდება:

"მიყვარს ეს ფოტო ძალიან, სულ მალე ისევ ერთად, ისევ ლამაზად და ბედნიერად" - ცისნამი საყვარლიშვილი ქმართან და შვილთან ერთად გადაღებულ კადრს გვიზიარებს.

"ფაქტიურად ერთი წელი სულ დარდში, ტირილსა და ტკივილში გავატარე. სულ ძალით ვიღიმოდი, ხათრის გულიზე. გული შუაზე მქონდა გაპობილი და სულ ვნერვიულობდი. მუდმივმა ნერვიულობამ კორტიზოლის დონე აწია ჩემს სხეულში და ამიტომ, რა დიეტა აღარ ვცადე, რა ღონეს აღარ მივმართე, მაგრამ ვერ ვიკლებდი, ძვრა ვერ ვუქენი ჩემს წონას.

მას შემდეგ რაც ირაკლიმ მოგვწერა და გვითხრა რომ ამერიკაში დაბრუნება უნდოდა და ბილეთი გვეყიდა მისთვის, ჩემი სხეული დამშვიდდა, გულიც ჩადგა საგულეში და აგერ რამოდენიმე დღეში სიმსუბუქეც ვიგრძენი. სულ ღიღინით დავდივარ და ისევ ისე მიხარია ცხოვრება.

ვიცი ძალიან ბევრს უხაროდა ის ფაქტი, რომ ჩემი შვილი ჩემთან აღარ იყო და აი, თქვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. ჩემი შვილი ისევ ჩემთან იქნება და ყველაფერი მაგრად იქნება.

მთელი ერთი წელი სოლიდარობას ვითხოვდი თქვენგან და ზოგი ზედ მივლიდა, ისეთ საშინელ კომენტარებს მიწერდა.

ყველას ცხოვრებაში არის აღმასვლისა და დაღმასვლის პერიოდი. როცა ღმერთი და სამყარო გამოცდას გიწყობს.

ერთი წელი ტკივილით ვიცხოვრე და აწი ამ ერთ წელს საერთოდ გავაქრობ მეხსიერებიდან.

ჩემი ბიჭი ჩემს გულში იქნება და არასდროს დავტოვებ მარტო.

მადლობა ჩემს დებს: ქეთი, ნინო, მადონას რომ მას სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმარნენ. განსაკუთრებითი მადლობა მადონას, რომელიც მთელი ეს ერთი წელი დედობას უწევდა. ექიმთან მიყავდა, პატრონობდა და არაფერს აკლებდა. მადლობა ჩემს დისშვილს ანას რომელიც ირაკლის საუკეთესო მეგობარი გახდა.

ჩემი ახალი ოჯახი დამეხმარა. ისევ სისხლმა გააკეთა თავისი გასაკეთებელი.

ჩემს შვილს არაჩვეულებრივი მომავალი ექნება. "ჰაი სქულს" აქ დაამთავრებს და შემდეგ სტუდენტი გახდება.

წინ თავგადასავლებით სავსე ცხოვრება ელოდება.

საჩუქრად კი მანქანას ვახვედრებთ, რომელიც ჯერ კიდევ ვერ მიშოვია ამხელა ამერიკაში.

მოკლედ, ყველაფერი ცუდი გაქრა და მე ისევ ბედნიერი, ჯანმრთელი და მხიარული ცისნამი ვარ.

ჩემს მტრებს მეხი დაეცემათ.

ჩემი მოკეთეები კი ჩემსავით გაიხარებენ.

მადლობა უფალს, სამყაროს და ყველას ვინც გულშემატკივრობს ჩვენს დედაშვილობას.მიყვარხართ! - წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×