რეზონანსი
21.08.2025

იყო დავალება, არ დავმალავ, რომ თუნდაც “მეგობარი აქტის” გარშემო გაერთიანებულიყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები,  -  ამის შესახებ საპროტესტო აქციების ორგანიზატორმა, ია ფარულავამ განაცხადა.

მისი თქმით, ალასკაზე დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე ოპოზიციონერმა ტრამპი გააკრიტიკა. როგორც ფარულავა აღნიშნავს, ოპოზიციამ არ უნდა გალანძღოს ის ძალა, რომელიც რეჟიმისგან გათავისუფლებაში უნდა დაეხმაროს.

"გვქონდა ერთი-ორი შეხვედრა და აი, ზუსტად ალასკის შეხვედრის შემდეგ, რამდენიმე მათგანმა დადო სტატუსი, სადაც ტრამპს აკრიტიკებს. ვერ გაიგეთ ხალხო თქვენ, რომ ძალით აქ ამერიკა არ შემოიჭრება, ძალით აქ ამერიკა  ვერ გაგათავისუფლებთ ამ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებით, იმიტომ, რომ ამერიკამ ნახა, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეჟიმის შეცვლა არის არასწორი. ხალხს, საზოგადოებას უნდა უნდოდეს, ოპოზიციას უნდა უნდოდეს და არ უნდა ლანძღავდეს იმ ძალას, რომელიც უნდა დაგეხმაროთ," - განაცხადა ია ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×