რეზონანსი
18.08.2025

უკვე მე-6 დღეა, ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცს – საბა ხარებავას ეძებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ამ დროისთვის სიახლე ჯერჯერობით არაფერია. ძებნის ოპერაციაში ჩართულია პოლიცია. ოჯახის წევრების განცხადებით, საბა ხარებავას დაკარგვის დღეს ეცვა შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე

აკეცილი), ასევე შავი ადიდასის ბოტასები.

„გთხოვთ, ყურადღება!

საბა ხარებავა, 36 წლის, დაიკარგა 13 აგვისტოს, ბათუმში, საღამოს 7 საათზე. მას შემდეგ ოჯახს არ დაუკავშირდა. ოჯახი დიდი შეშფოთებით ეძებს მას და თითოეული ინფორმაცია ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

დაკარგვის დღეს ეცვა: შავი შარვალი და შავი პერანგი (მკლავებზე აკეცილი), შავი ადიდასის ბოტასები.

თუ ვინმეს გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაუკავშირდეთ: 555 455 670 ან 558 656 911.

თქვენი გაზიარება და დახმარება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია – თითოეული ნაბიჯი შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს“, – აღნიშნულია სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×