რეზონანსი
12.08.2025

ექვსი დღის წინ, კუ­ლუ­ა­რუ­ლად გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვი­ლი ყო­ფილ მო­დელ ლიკა შენ­გე­ლი­ას ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და. იმა­ვე დღეს სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა იმ ქა­ლებ­ზე, რომ­ლე­ბიც ოჯა­ხებს ან­გრევ­დნენ, თუმ­ცა ლიკა შენ­გე­ლია არ უხ­სე­ნე­ბია.

ამის შემ­დეგ ცალ­კე სტა­ტუ­სი გა­მო­აქ­ვეყ­ნა ლიკა შენ­გე­ლი­ამ, სა­დაც წერ­და, რომ მას ერთ-ერთი ქალი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­და და თავ­ში ჩა­ქუ­ჩი ჩა­არ­ტყა. პოსტს თან ახ­ლდა ფო­ტო­მა­სა­ლა, თუმ­ცა არც შენ­გე­ლი­ას უხ­სე­ნე­ბია გო­გი­აშ­ვი­ლის სა­ხე­ლი. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლებ­მა დის­კუ­სი­ა­ში ღიად და­ა­სა­ხე­ლეს კონ­ფლიქ­ტის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი.

სა­ლო­მე გო­გი­აშ­ვილ­მა ვი­დე­ო­მი­მარ­თვა ჩა­წე­რა და თქვა, რომ ცი­ლის­წა­მე­ბის­თვის უჩივ­ლებ­და ლიკა შენ­გე­ლი­ას.

ამ ამ­ბებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. სკანდალს ია ფარულავა ეხმაურება.

"რამე თქვი ამ კონფლიქტთან დაკავშირებითო და ერთს ვიტყვი მაშინ... ორივე ქალი ჩემთვის არის გმირი, იცით რატომ? ერთმა - 4 და მეორემ 5 შვილი აჩუქა სამშობლოს და ამით გააძლიერა საქართველოს დემოგრაფია, რომელიც ძალიან ცუდ დღეშია. აბა, მე ვარ ქალი?“ - აღნიშნა ვიდეომიმართვაში ია ფარულავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×