რეზონანსი
09.08.2025

ლე­გენ­და­რუ­ლი ქარ­თვე­ლი კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ელ­დარ შენ­გე­ლია 7 აგ­ვის­ტოს მი­ა­ბა­რეს სამ­შობ­ლოს მი­წას. მისი შვი­ლიშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბი ნა­ტა­ლია ჯუ­ღე­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს:

ელ­და­რი ყვე­ლა­ზე მე­ტად მიყ­ვარ­და იმი­ტომ, რომ იყო სა­შინ­ლად მიმ­ნდო­ბი, მი­ა­მი­ტი და ცხოვ­რე­ბის ბო­ლომ­დე ბავ­შვუ­რი იმე­დით უყუ­რებ­და ყვე­ლა ადა­მი­ანს, ზო­გა­დად უყ­ვარ­და "ადა­მი­ა­ნი’’.

ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში ელ­დარს ცუდი არა­ვის­ზე არ უთ­ქვამს; გა­და­ჭარ­ბე­ბის გა­რე­შე, ერთხელ არ გა­მი­გია უარ­ყო­ფი­თად ეხ­სე­ნე­ბი­ნა რო­მე­ლი­მე კო­ლე­გა, ან რა­ი­მე წყე­ნა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

არას­დროს არ უპა­სუ­ხია არ­ცერთ ცრუ ბრალ­დე­ბა­ზე, რომ­ლის ნა­წი­ლიც ახ­ლაც დევს ინ­ტერ­ნეტ­ში.

მარ­თლა, არ ვიცი და არ მყოფ­ნის რე­სურ­სი გა­ვი­გო, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ასეთ ტა­ლახს იმ ღი­მი­ლით დახ­ვდე, რო­მე­ლიც ელ­დარს სა­ხი­დან არას­დროს არ გა­და­დი­ო­და.

სიკ­ვდი­ლის დრო­საც, როცა ნელ-ნელა გო­ნე­ბას კარ­გავ­და, სულ ბო­ლოს უპ­რე­ტენ­ზი­ოდ გვი­თხრა: "კარ­გად ვარ, კარ­გად, არა­ფე­რი არ მინ­და". ამის მერე რამ­დე­ნი­მე დღე კი­თხვებ­ზე პა­სუხს აღარ გვცემ­და.

ხელს ყო­ველ­თვის ორ­ნა­ი­რად აწერ­და, ან "შე­რე­კი­ლი ელ­და­რი’’ ან "ბი­ძია-ბა­ბუა’’ და 8 დღე სიკ­ვდილ­საც ასე ებ­რძო­და.

ჩვენ ვი­ცო­დით რომ ვერ მო­ე­რე­ო­და, მაგ­რამ ელ­და­რის სხე­უ­ლი ჯი­უ­ტად იბ­რძო­და.

არ ვიცი რას ეუბ­ნე­ბო­და, და­მა­ცა­დეთ უნდა გავფრინ­დეო, თუ გრენდლან­დი­ის გა­ტა­ნას ცდი­ლობ­და ისევ.

ერთი დიდი ორ-სა­თა­უ­რი­ა­ნი ფილ­მი იყო მისი დაკ­რძალ­ვაც და პრინ­ციპ­ში მთე­ლი ცხოვ­რე­ბაც. ასე­თი სი­ნათ­ლე და ტრა­გე­დია, რაც ელ­და­რის ცხოვ­რე­ბას ლა­იტ­მო­ტი­ვად დას­დევ­და, არც ისე ხში­რი მგო­ნია.

ასაკ­თან ერ­თად ელ­და­რი და­უც­ვე­ლი ხდე­ბო­და და მეც ხში­რად მინ­დო­და გა­დავ­ფა­რე­ბო­დი. ესეც რა სა­ინ­ტე­რე­სოა, როცა დგე­ბა ის დღე და უმ­ცრო­სი უფ­რო­სის დაც­ვას იწყებს.

ელე­ნი­კოს გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, თით­ქოს თითო წელი აკ­ლდე­ბო­და, ნა­ო­ჭე­ბიც კი არ უჩ­ნდე­ბო­და, უქ­რე­ბო­და და ნელ-ნელა ემ­სგავ­სე­ბო­და იმ პა­ტა­რა ლურჯთ­ვა­ლე­ბა ბიჭს ბავ­შვო­ბის სუ­რა­თე­ბი­დან.“ - დაწერა ნატალია ჯუღელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×