რეზონანსი
08.08.2025

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში გიურზამ 68 წლის კაცი დაკბინა. შემთხვევა სოფელ ხორნაბუჯში მოხდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ქვეწარმავალმა ადგილობრივი იმ დროს დაგესლა, როცა ის შინაური ფრინველის გადარჩენას ცდილობდა.

დაშავებული ზედა კიდურზე მიყენებული დაზიანებით, სასწრაფო - სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დედოფლისწყაროს საავადმყოფოში გადაიყვანა.

ექიმების ინფორმაციით, პაციენტს თავდაპირველად ანტიგიურზინი გაუკეთდა, რის შემდეგაც მკურნალობა გურჯაანში განაგრძო. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია და ის სახლშია გაწერილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×