რეზონანსი
08.08.2025

ხვიჩა კვარაცხელიამ სრულიად საქართველო მოატრიალა ფეხბურთისკენ,. - განაცხადა სფფ-ის სტადიონების განყოფილების ინსპექტირების ხელმძღვანელმა, მამუკა კვარაცხელიამ.

„ხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს სახელი გაუთქვა. როგორ პატივს სცემენ ქართველებს ხვიჩას გამო. ბევრ გულისამაჩუყებელ ისტორიას ვისმენთ. ხვიჩას გამოისობით, მრავალმა კლუბმა დაიწყო ქართველი ფეხბურთელების შესყიდვა. ქართული ფეხბურთისადმი ინტერესი გაჩნდა“, - აღნიშნა მამუკა კვარაცხელიამ.

ხვიჩა კვარაცხელია ყველაზე პრესტიჟული საფეხბურთო ჯილდოს, „ოქროს ბურთის“ მოპოვების 30 ნომინანტს შორისაა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×