
თავისუფლებიდან შეზღუდვებამდე - უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ლიბერალიზმის მეტამორფოზაზე საუბრობს. ვიქტორ ორბანის თქმით, იდეოლოგიამ თავდაპირველი მნიშვნელობა დაკარგა და ახლა ლიბერალები, თავისუფლების ნაცვლად, კონტროლის მოსაპოვებლად იბრძვიან. ამის დასტურად, უნგრეთის პირველმა პირმა გერმანიის მაგალითი მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, განსხვავებული აზრის გამო, ადამიანები სამსახურებს კარგავენ.
ის, რაც ვიქტორ ორბანისთვის შევიწროებაა, თავისუფლების გამოხატულებაა ქართული ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები უნგრეთის პრემიერ-მინისტრს აკრიტიკებენ და ამბობენ, რომ ლიბერალიზმის დისკრედიტაცია პროპაგანდის ნაწილია.
ღირებულებები, ადამიანის უფლებები, თავისუფლება თუ რწმენა - ყველაფერი, რასაც ადრე ლიბერალიზმი აერთიანებდა, მმართველი გუნდისთვის დღეს ლიბერალურ ფაშიზმად იქცა. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ, წლებთან ერთად, ამ იდეოლოგიამ მთავარი პრინციპები დაკარგა და ახლა თავს ევროკავშირში იმკვიდრებს.
ვიქტორ ორბანის განცხადების სულისკვეთებას იზიარებს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე ევროპულ მიდგომებზე საუბრობს და ამბობს, რომ სახეშეცვლილი იდეოლოგიის გავლენებისგან საქართველოც დასაცავია, შესაბამისი კანონები კი უკვე მიღებული.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ლიბერალიზმსა და შეცვლილ ღირებულებებზე ერთ-ერთ Youtube-პოდკასტში ისაუბრა.