რეზონანსი
08.08.2025

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია, ლოზუნგით „ომი რუსეთმა დაიწყო" მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები სხვადასხვა შინაარსის ბანერებით - „რუსეთი ოკუპანტია", „ომი დაიწყო რუსეთმა", „დიდება გმირებს" მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან არიან განლაგებულები.

ასევე, მათ საქართველოსა და გერმანიის დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე, ასევე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრებიც, ასევე აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებიც.

ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებიც, რომლებსაც მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელთან კორდონი აქვთ გაკეთებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×