რეზონანსი
08.08.2025

ჩემთვის ეს უბანი ორგანული გარემოა, - განაცხადა ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატმა ალექსანდრე ასათიანმა და აღნიშნა, რომ მოსახლეობის ინტერესების სამსახური მისთვის დიდი მოტივაციაა.

მან ასევე ისაუბრა თბილისში შესრულებული საქმეებისა და მოსახლეობის მხრიდან ნდობის შესახებ.

„მე დავიბადე, გავიზარდე და ვცხოვრობ ამ უბანში. ჩემთვის ეს უბანი ორგანული გარემოა, მყავს დიდი სანაცნობო წრე, სამეგობრო. ეს არის ჩემთვის მოტივაცია და დიდი პასუხისმგებლობა, რომ ამ უბნის მოსახლეობის ინტერესებს მოვემსახურო. ბოლო წლებში თბილისში გაკეთდა უამრავი საქმე მრავალი მიმართულებით. ამის შესახებ ქალაქის მერმაც წარადგინა კონკრეტული დეტალური ანგარიშები სხვადასხვა მიმართულებით. დარწმუნებული ვარ, ჩვენი მოსახლეობა ამას ძალიან კარგად ხედავს, სათანადოდ აფასებს და ეს გვაძლევს კიდევ ერთხელ განაცხადის უფლებას, იმედს და რწმენას, რომ მოსახლეობა ნდობით არის განწყობილი ჩვენს მიმართ", - განაცხადა ალექსანდრე ასათიანმა.

„ქართულმა ოცნებამ" პარტიის ცენტრალურ ოფისში თბილისის მაჟორიტარობის 25 კანდიდატი წარადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×