რეზონანსი
08.08.2025

სტიქია დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში - ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ფსოუს წყლი ადიდდა და  მიმდებარე სოფლები დატბორა.

როგორც აპსნიპრესი წერს, სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ირკვევა, რომ ბზიფის ხეობაში, ლურჯ ტბასთან ახლოს, მეწყერი ჩამოწვა, რის შედეგადაც შეწყდა მოძრაობა რიწის ტბისკენ. დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომობილი. დაშავებულების შესახებ ადგილობრივი მედია არაფერს წერს. 

მაშველები დაჟინებით სთხოვენ მოქალაქეებსა და სტუმრებს, სიფრთხილე გამოიჩინონ და თავი შეიკავონ შორ მანძილზე მგზავრობისგან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×