რეზონანსი
08.08.2025

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა რუსთავში.  სააგენტო "ინფო რუსთავის" ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე, "ნისანის" მარკის ავტომობილის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, ბორდიურზე ავარდა და ხეს დაეჯახა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი. ავტომობილში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. პაციენტის გადაყვანა ცენტრალურ საავადმყოფოში მოხერხდა.

"ინფო რუსთავს" სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს რომ - "პაციენტს აღენიშნებოდა სხეულის მრავლობითი ზედაპირული ტრამვები, გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში ჩაუტარდა ყველა საჭირო კლინიკო-ლაბორატოლიური კვლევა და სტაბილურ მდგომარეობაში გაეწერა ბინაზე. დაზიანება ითვლება მსუბუქად, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება".

ინფო რუსთავი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×