რეზონანსი
07.08.2025

გორ­ში, ცა­ბა­ძის ქუ­ჩა­ზე სკოლის მოსწავლის ცხე­და­რი იპო­ვეს. შსს-ს ცნო­ბით, გა­მო­ძი­ე­ბა ამ ეტაპ­ზე სსკ-ის 108-ე მუხ­ლით მიმ­დი­ნა­რე­ობს, რაც გან­ზრახ მკვლე­ლო­ბას გუ­ლის­ხმობს, თუმ­ცა სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზის პირ­ვე­ლა­დი მო­ნა­ცე­მე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მუხ­ლი შე­საძ­ლოა გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დეს.

გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდა გო­რის მე-11 სა­ჯა­რო სკო­ლის მე-11 კლა­სის მოს­წავ­ლე, გი­ვი­კო გი­გო­ლაშ­ვი­ლია. მო­ზარ­დის ახ­ლობ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ მომ­ხდა­რი მკვლე­ლო­ბაა. გვიყ­ვე­ბი­ან, რომ მო­ზარდს აღე­ნიშ­ნე­ბა ძა­ლა­დო­ბის კვა­ლი.

"გი­ვი­კო იყო უჭ­კვი­ა­ნე­სი და უთ­ბი­ლე­სი შვი­ლი. ვერ და­ი­ნა­ხავ­დი სი­ცი­ლის გა­რე­შე, სულ იცი­ნო­და, სულ იღი­მო­და. ძა­ლი­ან თავ­მდა­ბა­ლი ბავ­შვი იყო. ძა­ლი­ან ჭკვი­ა­ნი ბავ­შვი იყო, ყვე­ლა მას­წავ­ლე­ბე­ლი იტყვის, რომ ყვე­ლა­ზე მა­გა­რი შვი­ლი იყო. დე­ტა­ლე­ბი არ ვი­ცით რა მოხ­და, თუმ­ცა ყელ­ზე აღე­ნიშ­ნე­ბა სი­ლურ­ჯე­ე­ბი, სა­ვა­რა­უ­დოდ გა­გუ­დუ­ლია. რო­გორც ჩანს მი­წა­ზე ახო­ხი­ა­ლეს, მკლა­ვი სულ გა­ფხაჭ­ნი­ლი აქვს, ცხვი­რი აქვს გა­ტე­ხი­ლი და ყური და­ლურ­ჯე­ბუ­ლი. სხვა არა­ფე­რი ვი­ცით. პირ­ვე­ლა­დი, ეს არის. ბავ­შვი რომ ვნა­ხეთ ეს შე­დე­გი იყო ჩვენს თვალ­წინ. 

ყვე­ლა­ფერს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, მაგ­რამ ეს ისე­თი უკონ­ფლიქ­ტო ბავ­შვი იყო, ასე რო­გორ გა­ი­მე­ტეს არ ვიცი" - ჰყ­ვე­ბა ბი­ჭის ახ­ლო­ბე­ლი.

წყარო: ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×