რეზონანსი
05.08.2025

შპს "თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქში გზების მორეცხვას ყოველდღიურ რეჟიმში განაგრძობს. გზის სავალი ნაწილი, კონტეინერები და გაჩერებები ამჯერად გლდანის რაიონში, ვეკუასა და ხიზანიშვილის ქუჩებზე მოირეცხა. ასევე, მოირეცხა მეტროსადგურ "ახმეტელის თეატრის" მიწისქვეშა გადასასვლელის ჩასასვლელები. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს. 

ადგილზე იმყოფებოდნენ "თბილსერვის ჯგუფის" დირექტორი გიორგი პაპავა, გლდანის რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე და თბილისის საკრებულოს გლდანის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი კონსტანტინე ზარნაძე.

"ჩვენი თანამშრომლები 24 საათის განმავლობაში ზრუნავენ დედაქალაქის სისუფთავეზე. თბილისის მასშტაბით ყოველდღიურად ირეცხება გზები, ურნები, მიწისქვეშა გადასასვლელები და მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებები, იმისათვის, რომ ქალაქის ქუჩები კიდევ უფრო სუფთა და მოწესრიგებული იყოს," - აღნიშნა გიორგი პაპავამ.

მორეცხვის სამუშაოები თბილისის ათივე რაიონში, პერმანენტულად, გრაფიკის მიხედვით სრულდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×