
თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, თუ ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის.
„რეალურად, ოპოზიციას საკმაოდ ბევრი მაშველი რგოლი გადმოუგდეს, თუმცა, არცერთმა უშველა იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოება ყველაფერს ხედავს. მთავარია საზოგადოების შეფასება ყველაფერთან დაკავშირებით. თუ რომელიმე აქტში, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ან „ MEGOBARI აქტში“ არის ასახული ცრუ ინფორმაცია, ამას ბუნებრივია, ვერავითარი ფასი ვერ ექნება ქართული საზოგადოებისთვის. აბსოლუტურად გაცვდა ყველა სიცრუე, რომელიც ქართველი ხალხის წინააღმდეგ კონკრეტული ინსტიტუტების მხრიდან ვრცელდებოდა. თუ ვინმეს იმედი აქვს, რომ „MEGOBARI აქტს“ რაიმე ეფექტი შეიძლება ჰქონდეს, ძალიან ცდება. ქართული საზოგადოება აფასებს არა გარეთ დამტკიცებულ დოკუმენტებს, არამედ იმას, თუ რამდენად არის ამ დოკუმენტებში ასახული სიმართლე“,-განაცხადა კობახიძემ.