რეზონანსი
05.08.2025

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ჩაკვეტაძე მამუკა ხაზარაძის და გერმანიის ელჩის გარშემო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ბატონი ფიშერი სკანდალშია გახვეული და მოვუწოდებ, გამოვიდეს და გააკეთოს განმარტებები თუ რასთან გვაქვს საქმე. როგორც ჩანს, ვენის კონვენციის გარდა, ეს ადამიანი უკვე ადგილობრივ კანონმდებლობასაც არღვევს. საქმე გვაქვს საგადასახადო კოექსთან. ეს რა თქმა უნდა შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეისწავლონ, თუმცა რაც ჩანს, აღიარებაცაა ხაზარაძის მხრიდან, რომ ნამდვილად მიქირავებული აქვს და [გერმანიის ელჩი] არანაირ გადასახადებს არ იხდიდა“, - აღნიშნა ჩაკვეტაძემ.

„ლელოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ დაადასტურა, რომ თითქმის 4 წელი გადასახადების გადახდას თავს არიდებდა. ამის მიზეზად მან ტექნიკური გაუგებრობა დაასახელა. გერმანიის ელჩი ამ დრომდე არ პასუხობს კითხვას, რა თანხას იხდის ოპოზიციონერი ლიდერის ფეშენებელურ რეზიდენციაში, იყო თუ არა კანონი დაცული ხელშეკრულების გაფორმებისას და როგორ შედგა გარიგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×