რეზონანსი
03.08.2025

მაკონტროლებენ და მიზანმიმართულად მაშინებენ, მაგრამ მინდა გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ", ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ, - წერს „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში და ავტომობილის ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, „ძალოვანი (შსს-სუს-ი) უწყების ეს ავტომობილი აბსოლუტურად ღიად და დემონსტრაციულად აკონტროლებს ჩემს გადაადგილებას, უნდა რომ შევამჩნიო, დავინახო... დამატებით „სიმძაფრისთვის" გააჩერა ავტომობილი, ჩამოწია საქარე მინა და გადამიღო ფოტოები.

სუს-ის, ოხანაშვილ-მდინარაძის შესაშინებელი სიბრძნის კბილიც კი მოვიცვალე და მინდა აქედან გავაფრთხილო, რომ ჩემს მცირეწლოვან შვილთან ერთად ამას კიდევ ერთხელ გააკეთებენ და აუცილებლად თვალებს „ამოვუწვავ". ასე გავაკეთებ, პირობას გაძლევთ", - წერს თათია ნიკოლაშვილი სოციალურ ქსელში

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×