რეზონანსი
02.08.2025

ინდოეთი რუსეთისგან ნავთობის შესყიდვას გააგრძელებს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ინდოეთის სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ეს გრძელვადიანი ნავთობის კონტრაქტებია. შესყიდვის შეწყვეტა ერთ ღამეში ასე მარტივად არ ხდება", - განაცხადა ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა.

ცნობისთვის, გასულ ოთხშაბათს, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინდოეთს რუსული იარაღისა და ნავთობის შეძენის გამო 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა.

„მათ თავიანთი სამხედრო აღჭურვილობის აბსოლუტური უმრავლესობა რუსეთისგან შეისყიდეს და რუსული ნავთობის უდიდესი მყიდველები არიან ჩინეთთან ერთად, მაშინ, როდესაც ყველას სურს, რომ რუსეთმა უკრაინაში მკვლელობები შეწყვიტოს - ეს ყველაფერი ცუდია! შესაბამისად, ინდოეთი 25%-იან ტარიფებს გადაიხდის, ამასთან ერთად ჯარიმას ზემოთ ხსენებულისთვის, დაწყებული პირველი აგვისტოდან", - დაწერა დონალდ ტრამპმა Truth Social-ზე.

მოგვიანებით, სააგენტო Reuters-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ ტრამპის გაფრთხილების შემდეგ ინდოეთის სახელმწიფო ნავთობგადამამუშავებელმა კომპანიებმა რუსული ნავთობის შესყიდვა შეაჩერეს.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, აცნობეს, რომ ინდოეთი რუსეთისგან ნავთობს აღარ შეიძენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×