რეზონანსი
01.08.2025

2025 წლის 1 მაისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 42.3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 6.3 ათასი ტონა მოცვი. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო წერს.

ინფორმაციის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის რაოდენობა 39%-ით (1.8 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 59%-ით (15.7 მლნ აშშ დოლარით) არის გაზრდილი.

მოცვის საექსპორტო ქვეყნების სია ასეთია:

რუსეთი - 5 948 ტონა;

პოლონეთი - 86 ტონა;

სომხეთი - 74 ტონა;

გერმანია - 68 ტონა;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 67 ტონა;

ნიდერლანდები - 63 ტონა;

ინდოეთი - 5.8 ტონა;

კატარი - 0.9 ტონა.

ასევე, აღნიშნულ პერიოდში 1 კგ. მოცვის საშუალო საექსპორტო ფასი 6.7 აშშ დოლარია, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 15%-ით მეტია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×