რეზონანსი
30.07.2025

თურქეთი და ყაზახეთი „შუა დერეფნის" განვითარების ახალ მიზნებზე შეთანხმდნენ, რომელიც აზიასა და ევროპას ყაზახეთისა და თურქეთის გავლით აკავშირებს.

აღნიშნული საკითხი თურქეთში ყაზახეთი პრეზიდენტის, ყასიმ-ჟომართ თოყაევის ვიზიტის დროს განიხილეს. თურქეთის პრეზიდენტთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად, ყაზახეთის პრეზიდენტი ქვეყნებს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მეხუთე შეხვედრას დაესწრო.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს არსებული „გაძლიერებული სტრატეგიული პარტნიორობის" წინსვლა და დაისახა ნაბიჯები ფართო სპექტრის სექტორებში თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, მათ შორის ენერგეტიკაში, თავდაცვის მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში, მედიაში, კულტურაში და ორმხრივ ვაჭრობაში.

ორივე ქვეყნის დელეგაციებმა ხელი მოაწერეს რამდენიმე შეთანხმებას. ორმხრივ კავშირებს 2009 წელს „სტრატეგიული პარტნიორობის" სტატუსი მიენიჭა, ხოლო 2022 წელს „გაფართოებულ სტრატეგიულ პარტნიორობაზე" გადავიდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×