რეზონანსი
11.07.2025

"ხალხის ძალის” წევრი ზურაბ ქადაგიძე, ეხმიანება სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს, რომელშიც რამდენიმე მოქალაქის მიერ პოლიციელებისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის და მათთვის შეურაცხყოფის მიყენების ფაქტია ასახული.

კერძოდ, ქადაგიძე ყურადღებას ამახვილებს ინციდენტში მონაწილე ერთ-ერთ მამაკაცზე, რომელიც, მისი თქმით, “ნაცაქტივისტი”, პაატა სამარგულიანი აღმოჩნდა.

„აი ეს კაცი არის ის "ობიექტური ქართველი ხალხი", რეალურად კი ნაცაქტივისტი პაატა სამარგულიანი, რომელიც პოლიციელებს აგინებდა, შემდეგ თავი მოიმკვდარუნა და ბოლოს ტვ პირველს მისცა ინტერვიუ. ასე მალე, რამდენიმე წუთში სრულდება ხოლმე ნაცურიპროპაგანდა!” - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×