რეზონანსი
02.07.2025

ისრაელის საელჩოში აცხადებენ, რომ შეშფოთებულები არიან საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილის მიერ ირანის საელჩოში გამართულ სოლიდარობის ღონისძიებაზე დასწრებით.

ისრაელის საელჩოში ამბობენ, რომ "ღრმად იმედგამაცრუებელია" ასეთ ღონისძიებაში საგარეო საქმეთა მოადგილის მონაწილეობის ხილვა. 

"ჩვენ შევშფოთდით, როდესაც გავიგეთ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თბილისში, ირანის საელჩოში სოლიდარობის ღონისძიებას დაესწრო. იმ დროს, როდესაც დასავლეთი გმობს ირანის თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე და მხარს უჭერს მისი ბირთვული და გენოციდური ამბიციების შეჩერების მცდელობებს, ღრმად იმედგამაცრუებელია საგარეო საქმეთა მოადგილის ასეთ ღონისძიებაში მონაწილეობის ხილვა. ეს მორალურად არასწორია", - აცხადებენ ისრაელის საელჩოში. 

საქართველოში ირანის საელჩოს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის მოადგილემ ალექსანდრე ხვთისიშვილმა ირანის მიმართ სამძიმარი და სოლიდარობა გამოთქვა. 

საელჩოს თანახმად, ალექსანდრე ხვთისიშვილი საელჩოში გამართულ ღონისძიებას დაესწრო, რომელიც "ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას" ეძღვნებოდა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×