რეზონანსი
23.06.2025

მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონმა, დეპუტატამ ლუკა კურტანიძე გადაცემაში თავის რჩეულზე და მის ოჯახის წევრებზე ილაპარაკა:

„გაიჟღერა ჭორმა, რომ მე ძმაკაცის ქალიშვილს შევხედე და შევიყვარე ეს ადამიანი.

მინდა ერთი რამ გითხრათ, რომ სოფო მეფარიშვილი, რომელიც მე გავიცანი არის „ტიკტოკერი“, ღირსეულ ვიდეოებს დებს. მე ხორვატიაში ვიყავი და იქ ვნახე ადამიანი, რომელიც პოპულარიზაციას უწევს ქართულ სულს, ეროვნულ ღირებულებებს.

იქ ვთქვი, რომ მე ამ ქართველ გოგოს აუცილებლად გავიცნობდი. პირველი რაც გავაკეთე საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ, მოვძებნე ეს გოგო, გავიცანი, რამდენიმე ხნის შემდეგ კი ოჯახში მივედი, მშობლებთან, ღირსეული ადამიანები არიან“, - განაცხადა "ნოესთან" ლუკა კურტანიძემ.

გადაცემის წამყვანის კითხვაზე - შეიძლება ახლა ჩვენ გრძნობაზე საუბრობდეთ? - ლუკა კურტანიძემ უპასუხა:

"რა თქმა უნდა და ის ოჯახი არავის აპატიებს უღირსობას. ასე რომ, იმ მონაჭორს, რომელიც მომზადებული იყო იმისათვის, რომ ჩემთვის კიდევ ერთი შავი პიარი აეგორებინათ, ამ გადაცემით წერტილი დაესვა. არასოდეს ჩემი განვლილი ცხოვრებით არ შევრცხვები", - განაცხადა ლუკა კურტანიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×