
რამდენიმე კვირის წინ მდინარე მტკვარში მანქანა გადავარდა. შემთხვევის შედეგად 3 ახალგაზრდა დაიღუპა.
ერთ-ერთი გარდაცვლილი უტა ელიავა იყო, რომელსაც მეუღლე და 2 მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა, დაღუპული ახალგაზრდის მეუღლემ გვანცა გოროზიამ სოციალურ ქსელში ემოციურ მიმართვა გამოაქვეყნა:
„40 დღე უშენოდ…
გუშინდელივით მახსოვს შენი ღიმილი, ხმა, თბილი სიტყვები…
დღეს კი უკვე 40 დღეა, რაც ცა შენი სახლი გახდა.
შენ არ იყავი უბრალოდ ქმარი - შენ იყავი ჩემი სიმშვიდე,
ჩემი საყრდენი,ბედნიერება,ძალა და იმედი…
საუკეთესო მეგობარი, ვისთანაც დუმილიც კი სითბოთი იყო სავსე.
შენ არ იყავი უბრალოდ მამა - Sen იყავი მათთვის მთელი სამყარო.
სიყვარულით სავსე, მზრუნველი, მასწავლებელი და გმირი.
მამა, რომელიც თვალებში წერდა ზღაპრებს და გულში ტოვებდა უსაფრთხოებას.
ახლა ზეცაში ხარ, მაგრამ ჩვენთან ხარ - ჩვენს ღიმილში, ჩვენს ტკივილში, ჩვენს მოგონებებში.
არასოდეს დაგივიწყებთ…
და სანამ ამ ქვეყანაზე ვსუნთქავთ - შენი სახელი სიყვარულით იცხოვრებს ჩვენს გულებში.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე