რეზონანსი
11.06.2025

თბილისში ჩამოსულმა UFC-ის ჩემპიონმა მერაბ დვალიშვილმა მედიასთან პირველ კომენტარი გააკეთა და თავად თქვა, რაზე ესაუბრა ამერიკის პრეზიდენტს. ქართველმა მებრძოლმა აღნიშნა, რომ ტრამპთან საუბარში საქართველო ახსენა და მისი ქვეყნის პატივისცემა დაადასტურა. 

„რამდენიმე სიტყვა ვუთარი ტრამპს. დავუდასტურე ჩემი და ჩემი ქვეყნის პატივისცემა. მცირე საუბარი იყო, ვახსენე საქართველო... მან მითხრა, რომ ჩემი ბრძოლა მოეწონა", - განაცხადა აეროპორტში მყოფმა ჩემპიონმა. 

მერაბ დვალიშვილმა UFC 316-ის ღონისძიებაზე სუპერმსუბუქ წონით კატეგორიაში, ამერიკელი მეტოქე, შონ ო მალი დაამარცხა და მეორედ დაიცვა UFC-ის ქამარი. 

8 ივნისს ნიუარკში (ნიუ-ჯერსი, აშშ) გამართულ შეჯიბრებას ესწრებოდა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი.

გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი დონალდ ტრამპს გაესაუბრა: ის მიუახლოვდა რვაკუთხედთან მდგომ აშშ-ის პრეზიდენტს, რამდენიმე სიტყვა უთხრა, ხელი ჩამოართვა და ფოტო გადაიღო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×