რეზონანსი
08.06.2025

ნიუ-ჯერსიში გამართულ UFC 316-ზე სუპერმსუბუქი დივიზიონის საჩემპიონო ბრძოლაში მერაბ დვალიშვილმა ამერიკელი შონ ო მალი დაამარცხა და ქამარი შეინარჩუნა.

ბრძოლას აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა. გამარჯვების შემდეგ დვალიშვილი მასთან მივიდა, მილოცვა მიიღო, ფოტოც გადაიღო და მცირე დიალოგიც შედგა. ბევრს აინტერესებს თუ რაზე ისაუბრა მერაბმა და დონალდ ტრამპა.

სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გიორგი გაბუნია აღნიშნულ თემას ეხმაურება და სახალისო პოსტს წერს:

„ო მალი ჯერ გალახა, მერე ათრია, ბოლოს გაგუდა და ტრამპს უთხრა გამატანეთ ეს საქართველოში აქ თუ არ გჭირდებათ, ვანში ბავშვები გაერთობიანო.

გილოცავთ! კიდევ ერთ საოცარ გამარჯვებას“, - დაწერა გიორგი გაბუნიამ.

დაიჯესტი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×