რეზონანსი
05.06.2025

3 ივ­ნისს, ღა­მით ხელ­ვა­ჩა­ურ­ში 32 წლის ბიზ­ნეს­მე­ნი ბესო ბოლ­ქვა­ძე მოკ­ლეს - სო­ფელ ერ­გე­სა და აჭა­რის­წყალს შო­რის მდე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მყო­ფი ბესო ბოლ­ქვა­ძე ავ­ტო­მა­ტი­დან მრა­ვალ­ჯე­რა­დი გას­რო­ლით ჩა­ცხრი­ლეს, მან­ქა­ნა კი მდი­ნა­რე­ში გა­და­აგ­დეს.

ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა მოკ­ლუ­ლი კა­ცის ცხე­და­რი მან­ქა­ნა­ში 4 ივ­ნი­სის დი­ლით იპო­ვეს – მდი­ნა­რე­ში გა­დაგ­დე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნა სა­ვა­რა­უ­დოდ ქვას წა­მო­ე­დო და წყალ­ში ნა­ხევ­რად ჩა­ი­ძი­რა.

ბესო ბოლ­ქვა­ძე ხელ­ვა­ჩა­ურ­ში, სო­ფელ ერ­გე­ში ცხოვ­რობ­და და გა­სუ­ლი წლი­დან სო­ფელ აჭა­რის­წყალ­თან, სა­დაც ჰე­სის მუ­შა­ო­ბის შე­დე­გად და­გუ­ბე­ბუ­ლი წყა­ლია, ტუ­რის­ტებ­ზე კა­ტერს აქი­რა­ვებ­და. ღამ­ღა­მო­ბით იგი მდი­ნა­რე ჭო­რო­ხის პი­რას სა­კუ­თარ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ათევ­და ღა­მეს კა­ტე­რი და მის მიერ მო­წყო­ბი­ლი ნავ­სად­გო­მი რომ არა­ვის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა.

გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე ამ დრომ­დე არა­ვინ და­უ­კა­ვე­ბი­ათ.

ბესო ბოლ­ქვა­ძის ახ­ლო­ბე­ლი ადას­ტუ­რებს მე­დი­ა­ში გავ­რცე­ლე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას და­ნა­შა­ულ­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე:

"ბე­სოს აჭა­რის­წყალ­ზე ბიზ­ნე­სი ჰქონ­და, ნა­ვებს აქი­რა­ვებ­და ტუ­რის­ტე­ბის­თვის. დღე­და­ღამ შრო­მობ­და, კოხ­ტად მო­ა­წყო ნავ­მი­სად­გო­მი, და­ი­წყო კა­ტე­რის გა­ქი­რა­ვე­ბა, ღა­მე­ებს ათე­ნებ­და, 24/7-ზე მუ­შა­ობ­და... პა­ტი­ოს­ნად შრო­მობ­და ეს ყოვ­ლად უბო­რო­ტო და უკე­თი­ლე­სი ბიჭი. ვი­ღა­ცას თვალ­ში მო­უ­ვი­და ბე­სოს ბიზ­ნე­სი, მისი წვა­ლე­ბით და შრო­მით მო­პო­ვე­ბულს სთხოვ­დნენ ვი­ღაც ოხერ-ტი­ა­ლე­ბი. 

და­ახ­ლო­ე­ბით თვე-ნა­ხევ­რის წინ მი­ად­გნენ თურ­მე ე.წ. ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი და მოს­თხო­ვეს, რომ ეს ნავ­სად­გო­მი მათ­თვის და­ეთ­მო და სა­კუ­თა­რი კა­ტე­რის გა­ქი­რა­ვე­ბი­დან მი­ღე­ბუ­ლი ფუ­ლიც გა­ე­ყო. ბე­სოს ისი­ნი უა­რით გა­უს­ტუმ­რე­ბია. სწო­რედ ამ უარს ვუ­კავ­ში­რებთ იმას, რომ ავ­ტო­მა­ტის ჯე­რით ჩა­ცხრი­ლეს ბიჭი და კვა­ლის და­ფარ­ვის მიზ­ნით ცხე­და­რი მან­ქა­ნი­ა­ნად წყალ­ში გა­და­აგ­დეს. მან­ქა­ნა ნა­ხევ­რად ჩა­ი­ძი­რა, დიდ ქვას წა­მოს­დე­ბია, თო­რემ ვე­რა­ვინ ვე­რა­ფერ­საც ვერ გა­ი­გებ­და. ისიც ოჯა­ხის ახ­ლობ­ლებ­მა იპო­ვეს.

ბესო ძა­ლი­ან კარ­გი ბიჭი იყო, ღა­მით ამო­დი­ო­და ხოლ­მე კა­ტე­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად, ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცევ­და, ღა­მეს ათე­ნებ­და, რომ არა­ვის და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნა. არე­მა­რე­ზე და­უ­სახ­ლე­ბე­ლი ტე­რი­ტო­რი­აა, თან ღა­მით მოხ­და ეს ამ­ბა­ვი და ვინ ნა­ხავ­და? ჯერ არა­ვინ იცის, რა მოხ­და, ვინ იყ­ვნენ ის ნა­ძირ­ლე­ბი. იმე­დია, ამას გა­მო­ძი­ე­ბა მა­ინც და­ად­გენს. არ გა­მო­რი­ცხა­ვენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი "ლა­ვა­ს­ოღ­ლის" ხალ­ხი იყოს, რო­გორც ჩანს, მისი გავ­ლე­ნე­ბი აჭა­რა­ში, სა­უ­ბე­დუ­როდ, არ შე­სუს­ტე­ბუ­ლა", - განუცხადა "ამბებს" ოჯახის ახლობელმა.

ambebi.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×