
ხელვაჩაურში მოკლული ახალგაზრდა კაცი 32 წლის ბესო ბოლქვაძეა. მოკლულს სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან.
„სიტყვები ზედმეტია, ისეთი ტკივილია... მოკლეს სასტიკად, გლოვობს ჩემი ბათუმი. სიცოცხლე მოგისწრაფეს, ჩვენო სიცოცხლით გაუმაძღარო... შენ მხოლოდ სიკეთის თესვა შეგეძლო, სიცოცხლეს შეჰხაროდი, ყველასგან სიყვარულს და საუკეთესო სურვილებს იღებდი. ასე იცხოვრე 32 წელი... ჩვენთვის ძნელია იმასთან შეგუება, რომ შენ აღარა ხარ ჩვენს გვერდით, რა იყო ეს ბედისწერა?“,- წერს შოთო სიხარულიძე.
ხელვაჩაურში, სოფელ ერგესა და აჭარისწყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე, საკუთარ ავტომანქანაში მყოფი ბესო ბოლქვაძე ავტომატიდან მრავალჯერადი გასროლით ჩაცხრილეს, მანქანა კი მდინარეში გადააგდეს.
შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე