რეზონანსი
03.06.2025

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზეა წარდგენილი. ამის შესახებ განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

„მინდა, მივულოცო ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება. ეს არის უმაღლესი მწვერვალი ფეხბურთში. რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენგანისთვის არის განსაკუთრებული სიამაყის საგანი ეს გამარჯვება, რომელიც ხვიჩა კვარაცხელიამ მოიპოვა. მთლიანად ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა, ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადვაუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალების, რომლებსაც ის კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს. მინდა, სამომავლოდაც დიდი წარმატებები ვუსურვო.

ჩვენ გვაქვს ტრადიცია, როდესაც მაღალ მწვერვალებს იპყრობენ ჩვენი სპორტსმენები, წარვადგენთ ხოლმე მათ უმაღლეს სახელმწიფო ჯილდოებზე. ვფიქრობ, ჩემპიონთა ლიგის მოგება არის ზუსტად ის წარმატება, რაც ასეთ დაფასებას იმსახურებს. მას გასულ წელს აქვს მიღებული ნაკრებთან ერთად წარმატებისთვის ღირსების ორდენი და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის მინდა, წარვადგინოთ ის წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×