
მომღერალი ირმა სოხაძემ გადაწყვიტა არაფერში მონაწილეობა აღარ მიიღოს. ამის თაობაზე მან "ამბების" მკითხველთა დასმული კითხის საპასუხოდ განაცხადა:
„მე თვითონ გადავწყვიტე, რომ ამ ეტაპზე მქონდეს პროტესტი, არ მივიღო არაფერში მონაწილეობა, დავტოვე სამსახური და კიდევ ბევრ თანმდევ პირობაზე ვთქვი უარი. ამიტომ არ მპატიჟებენ, რადგან იციან, რომ არ მივიღებ მონაწილეობას. ამიტომ ჩვენი ეს კომუნიკაცია ამ ეტაპზე შეწყვეტილია.
რაც შეეხება ანაზღაურებას - მე თვითონ დავიკელი ჰონორარები, კონცერტები, "ქართუს“ სტიპენდიაზეც კი უარი ვთქვი. აქედან გამომდინარე, ანაზღაურება არაფერ შუაშია. არავინ მითხრას, რომ ახლა ამერიკა მაფინანსებს, ან "ნაცებმა" მიყიდეს. ამ აბსურდს გთხოვთ, ნუ გაიმეორეთ. "ნაცების" გვერდით ცხოვრებაში არ ვმდგარვარ და არ ვაპირებ, რომ დავდგე. წავედი იმის გამო, რომ მეგონა, ევროპაში მივდიოდით და აღმოჩნდა, რომ გავჩერდით. 4 წელი გავჩერდით და 4 წლის მერე რას დავეწევით, ძალიან საკამათოა. ეს იყო მთავარი მიზეზი“, - განაცხადა მომღერალმა.
 
			
					სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე