რეზონანსი
03.02.2025

USAID კრიმინალური ორგანიზაციაა, - დაწერა X-ზე ილონ მასკმა. 

მან ასევე გააზიარა ორგანიზაციის საქმიანობის ამსახველ ვიდეო, რომელშიც საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების კადრებიც არის გამოყენებული. 

ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდი გათიშულია.

"როიტერის" ცნობით, სააგენტოსთან დაკავშირებით მიმდინარე განხილვებში მონაწილე ორმა წყარომ განაცხადა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს, სააგენტოს დამოუკიდებლობის შეზღუდვას და მისი სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადაყვანას.

აღსანიშნავია, რომ ილან მასკმა იქამდე "დემოკრატიის ეროვნული ფონდი" (NED) თაღლითობასა და კორუფციაში დაადანაშაულა. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×