
მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან ბოლო დროს ხშირად ისმის, რომ საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის, ანუ აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.
„ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ტრამპი და მისი მომავალი ადმინისტრაცია ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს", რაშიც გულისხმობენ ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებს, ასევე, მაშინ, როდესაც არაფორმალურ მმართველობაზე საქართველოს ედავებოდნენ, აღმოჩნდა, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე აშშ დგას.
მდინარაძის განცხადებითვე, საქართველოს პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე და იმაზე, თუ რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას.
„ტრამპი და მისი თანამოაზრეები, ადმინისტრაციის მომავალი ლიდერები, ხშირად მოიხსენიებენ „დიფ სტეიტს" და რას გულისხმობენ ამაში-როდესაც ჩვენ არაფორმალურ მმართველობაზე მიგვითითებდნენ ხოლმე, ამ დროს, ბიძინა ივანიშვილი, პარტიის საპატიო თავმჯდომარეა შესაბამისი უფლებამოსილებით, რომელ არაფორმალურ მმართველობაზეა საუბარი.
„თურმე, აღმოჩნდა, რომ მაგალითად „The Hill", ძალიან გავლენიანი გამოცემა, თავად წერს, რომ ომის პარტიად იქცა (აშშ-ის) მოქმედი ადმინისტრაცია. „ომის პარტია" ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ იმიტომ, რომ ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია ვინ იყო, ხალხს გაერჩია - „ნაცმოძრაობა" და მისი კლასტერი, აგენტურა და გლობალური ომის პარტია - გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები.
„როდესაც არის „დიფ სტეიტზე" საუბარი, რაზეც ჩვენი ამერიკელი კოლეგები და პარტნიორები, განსაკუთრებით მომავალი ადმინისტრაციის ლიდერები საუბრობენ, ეს ნიშნავს, თავად ბიუროკრატიაში ჩადებულ არაფორმალურ გავლენებს - ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ ოლიგარქიულ გავლენებს, მაგრამ ავტორები, ვის გავლენებზეა საუბარი, ჩვენ შეგვიძლია პირობითად თუ არაპირობითად მოვიხსენიოთ „გლობალური ომის პარტიად" ან გლობალური ომის ძალებად და ა.შ.
შესაბამისად, ეს არაფორმალური გავლენები, არაფორმალური მმართველობა, ჩვენ რომ თურმე გაღმა გვედავებოდნენ, ამ დროს, თურმე ჩვენზე გაცილებით დიდ და ძლიერ სახელმწიფოში ყოფილა და ამას თავად ამერიკელები აღიარებენ დღეს.
ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, თუ რამდენად შეძლებს ბატონი დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას: პირველი - რამდენად შეძლებს გავლენა მოახდინოს, რომ დასრულდეს ომი - ამ შემთხვევაში ბუნებრივად ქრება ინტერესი საქართველოს მეორე ფრონტად ქცევასთან დაკავშირებით და მეორე - როგორ დაამარცხებს ის არაფორმალურ გავლენებს აშშ-ის ბიუროკრატიაში.
თუ ის შეძლებს მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს არაფორმალური გავლენები, შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. თუ სამწუხაროდ, ეს ვერ მოხდა, მაშინ, ბუნებრივია, ეს ტურბულენტობა გაგრძელდება:, - განაცხადა მდინარაძემ.
აღსანიშნავია ისიც, რომ მდინარაძემ ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნაზეც ისაუბრა, რომლის შეფასებითაც, დასკვნაში არცერთი პუნქტი არ ეთმობა ოპოზიციის მიერ დასახელებულ ბრალდებება თუ საკითხებს.
„ის კითხვები და სპეკულაციები, რომელიც ოპოზიციის მხრიდან იქნა გახმოვანებული, არანაირი პუნქტის სახით არ ასახულა ეუთო/ოდირის დასკვნაში. რა თქმა უნდა, იქ არის კრიტიკული შენშნვნები, ამას არავინ უარყოფს. ჩვენ უეთო/ოდირის უფრო მძიმე დასკვნებიც გვინახავს, შალვა პაპუაშვილმა გაახმოვანა ეუთო/ოდირის ძალიან მძიმე პუნქტი, რომელიც საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებს შეეხებოდა. ამ შემთხვევაში საერთპდ არ შეხებიან იმ საკითხებს, რომლებზეც ოპოზიცია სპეკულაციებდა, ატანაირი 300 000 ათასი გაყალბებული ხმა, 300-ს გაყალბებულ ხმაზეც არაა საუბარი.
ემიგრანტებზე, უცხოეთში არჩევნების ჩატარებასთანაც კი შენიშვნები საერთოდ არ გახმოვანებულა.
პირველ შემთხვევაში შეაფასეს, რომ ეს არის კატასტროფა, მეორე შემთხვევაში თქვეს, რომ ეს არის თითქოს კარგი. ასეთი არათანმიმდევრულობა ღიად, მტკიცებულების სახით წარმოაჩენს, რომ ისინი ამას კი არ დაეძებენ, რა წერია დასკვნაში, არამედ როგორ გააპიარებენ, მაგრამ ეს სპეკულაცია არ გავა", - თქვა მდინარაძემ.
ასევე, მდინარაძის თქმით, მათ სამხილებელი ჰყავთ ის ადამიანები, რომლებიც აქციებსა და მარშებს აორგანიზებენ, „ვინაიდან დაორგანიზება ცოტა ფული არ ჯდება".
„შეიძლება არაერთი ადამიანი გულწრფელიც იდგეს აქციაზე, მაგრამ ჩვენ სასაყვედურო და სამხილებელი გვყავს ის ხალხი, რომლებიც ამას აორგანიზებენ. ცოტა ფული არ ჯდება. ამ პერფორმანსებს პატარა ორგანიზება არ სჭირდება. არ არსებობს, რომ დავწერო პოსტი და არ გამოვარდნენ და შეტევა არ მოაწყონ. რაც უფრო მეტ შეტევას აწყობენ, მით უფრო მოტივირებული ვარ, რომ რაღაც დავწერო, დღეს, მაგალითად, შეიძლება რაღაც ციფრი დავწერო - დაახლოებით რამდენი იყვნენ. შეიძლება წინასწარვე ვტქვა, რომ დღეს შეიძლება იყვნენ 1984 და ამაზე ერთი ამბავი ატყდება.
პირობითად დავწერ თუ არაპირობითად, რა რეში არიან. იცით რატომ? მათი რევოლუციური სცენარის ყველაზე დიდი მტერი დრონია. რევოლუციური სცენარის უფრო დიდი მტერი მგონი „ქართული ოცნება" არ არის ისე, როგორც ერთი უწყინარი მწოყობილობა - დრონი. განსაკუთრებით, „იმედი" დრონს ემტერებიან. ფოტოგრაფი რომ ჰყავთ Ezz Gaber, რაც არ უნდა გაბეროს „ეზ გაბერმა" ვერ გაიბერება", - აღნიშნა მდინარაძემ.
ამასთან, მამუკა მდინარაძე 21 დეკემბერს პარლამენტისკენ მოცეკვავების მსვლელობა-პერფომანსს გამოეხმაურა, სადაც ისინი საკანონმდებლო ორგანოსთან ხორუმის ცეკვით მივიდნენ და აღნიშნა, რომ ამაში ერთი პოზიტიური რაღაცის დანახვა მაინც შეიძლება.
მისივე თქმით, ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით „სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ და ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება განმტკიცდა".
„ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონთან დაკავშირებით სიტყვას ვეღარ ძრავს ვერავინ. ეს კონსერტვატორული, ეროვნული თუ ტრადიციული დამოკიდებულება დადასტურდა, განმტკიცდა, რომ აქ ჩვენ მართლები ვართ.
გახსოვთ ალბათ ხომ, აქციებზე წინა შემთხვევაში „თბილისი პრაიდის" წარმომადგენლები იყვნენ, ახლა ხორუმს ცეკვავენ, მართალია ქალები ასრულებენ ხორუმს - აღარ მინდა ამის შეფასებაში და ესქსპერტიზაში წავიდე, ჩვენ ვიცით რაღაც ამასთან დაკაშირებით, ვინც ბავშვობაში რეპეტიციაზე მაინც ვყოფილვართ ან რაღაც წაგვიკითხავს ამის შესახებ.
ქალების ხორუმი ცალკე თემაა, მაგრამ ხორუმს ცეკვავენ და აქ როგორც მინიმუმ ეს ერთი პოზიტიური მაინც დავინახოთ. ისინიც კი ვხდებიან, რომ უნდა განვამტკიცოთ, ან ასე იპოზიციონირონ მაინც, ეროვნული, ტრადიციული საკითხები, კარგია, რომ ასე იქცევიან, ან უფრო რეალურად, იძულებულები გახდნენ ტრადიციულ ფასეულობებზე, ემოციის აღსაძრავად გაეკეთებინათ აქცენტი", - განაცხადა მდინარაძემ.
ანალიტიკოს ედიშერ გვენეტაძის შეფასებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მნიშვნელობისა და საერთო ინტერესების ფონზე, საქართველოს ხელისუფლება ბუნებრივია, რომ იმედებს ამყარებდეს.
„მსოფლიო 20 იანვრის მოლოდინშია იქიდან გამომდინარე, რომ ამერიკა ერთ-ერთი უმძლავრესი სახელმწიფო როგორც ეკონომიკით, ისე თავისი შეიარაღებით და პოლიტიკური ძალებით.
„ამიტომაც საქარველოს ხელისუფლება ძალიან დიდი იმედებს ამყარებს იმ ვითარების გადატვირთვაზე, რომელიც აუცილებლად უნდა მოხდეს და კიდევაც მოხდება იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია, ანალოგიური ღირებულებები აქვს ამერიკის შეერთებული შტატების მომავალ ხელისუფლებას. აქედან გამომდინარე, მე დარწმუნებული ვარ, ყველაფერი ისე კარგად წარიმართება, როგორც ჩვენს ქვეყანას ეკადრება", - განაცხადა ედიშერ გვენეტაძემ „რეზონანსთან".