
„ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესულები, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ - მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები, ვაწერთ ხელს", - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძემ რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე. მან კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა საჯარო დისკუსებისთვის.
პრემიერმა ჟურნალისტის კითხვას, თუ რის საფუძველზე გადაუხადა მადლობა იმ ხუთ ქვეყანას რომლებმაც, მისი თქმით, „ქართველი ხალხის მხარდაჭერი პოზიცია დააფიქსირეს ევროკავშირის საბჭოზე", განაცხადა: „ამ თემას მოჰყვა სპეკულაციები. მე გუშინ გავაკეთე განცხადება, 5 ქვეყანას გადავუხადე მადლობა ქართველი ხალხის მიმართ მხადაჭერისთვის და გუშინ აქედან სამი ქვეყანა ჯიუტად ამტკიცებდა, რომ მათ ქართველი ხალხის მიმართ მხადაჭერა აზრადაც არ გაუვლიათ.
„სინამდვილეში, თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ქალბატონი კაია კალასის განცხადება, სადაც ის ამბობს, რომ უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი, მე არ მისხენებია სამწუხაროდ ლუქსემბურგი და ლუქსემბურგსაც ეკუთვნის როგორც ჩანს მადლობა, თუ არ უარყოფენ საკუთარ ამ პოზიციას.
„მადლობა ეკუთვნით ქართველი ხალხის მიმართ მხადაჭერისთვის. კაია კალასმა განაცხადა, რომ იყო უნგრეთი, სლოვაკეთი, ლუქსემბურგი და რამდენიმე ქვეყანას მხადაჭერისთვის. რაც შეეხება სხვა ქვეყნებს, ჩვენ რა ინფორმაციაც გვქონდა - მაგალითად, რომ ავიღოთ რუმინეთი, არის რადიო „თავისუფლების" ევროპული ბიუროს ერთ-ერთი ჟურნალისტი, რომელსაც ძალიან ხშირად ეყრდნობა ხოლმე ქართული მედია, ეს არის ბატონი იოზვიაკი, რომელმაც დაადასტურა, რომ რუმინეთი აიძულეს, საწინააღმდეგო პოზიცია დაეფიქსირებინა.
„ეს არავის უკვირს, თქვენ ნახეთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც კი რუმინეთში შეაცვლევინეს გადაწყვეტილება ერთ დღეში. გამოვიდა ბატონი მეთუიუ მილერი, რომელმაც პრაქტიკულად, მუქარის შემცველი განცხადება გააკეთა რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართ. მან განაცხადა, რომ დაისჯებოდა ყველა, ვინც დაუპირისპირდებოდა რუმინეთში ევროპულ და ევროატლანტიკურ ღირებულებს და ეს გააკეთა სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოსს გადაწყვეტილების კონტექსტში.
„მეორე დღეს ადგა საკონსტიტუციო სასამართლო, აატრიალა საკუთარი გადაწყვეტილება და გააუქმა რუმინეთში საპრეზიდენტო არჩევნები. თან სრულიად განუსაზღვრელი საბაბით.
„საუბარი იყო იმაზე, რომ „ტვიტერში" დაფიქსირებული გარკვეული აქტივობები ქმნიდა აღქმას, რომ გარე ჩარევის ფონზე ჩატარდა რუმინეთში არჩევნები. ანუ მეთიუ მილერის მხრიდან პირდაპირ გავრცელდა მუქარა და მეორე დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ რუმინეთში, მთლიანად, რადიკალურად შეცვალა თავისი გადაწყვეტილება. ამ ფონზე არავის უკვირს, რომ რუმინეთს გააკეთებინეს იმის საპირისპირო განცხადება, ვიდრე იყო მათი ქმედება საქართველოსთან მიმართებაში.
„იგივე ეხება ესპანეთს და იტალიას, საჯარო წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ იტალია და ესპანეთი უპირისპირდებოდნენ სანქციების იდეას და ამას დაემთხვა ჩვენი წყაროებიდან მიღებული ინფორმაცია.
„შესაბამისად, ჩვენ გავაკეთეთ განცხადება, რომელიც ძალიან სანდო და საიმედო ინფორმაციას ეყრდნობოდა, თუმცა ნახეთ, რომ ამასაც მოჰყვა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაციები. მე კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო იმ ქვეყნებს, რომლებმად მხარი დაუჭირეს საქართველოს საბჭოს სხდომაზე", - განაცხადა კობახიძემ.
ირაკლი კობახიძის გუშინდელი განცხადების საპასუხოდ, ესპანეთის და იტალიის საქმეთა სამინისტროებმა განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს მხარი დაუჭირეს. რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი დაწერა, რომ ძალიან იმედგაცრუებულები არიან ევროკაშირის დონეზე შიდა დისკუსიების მცდარად წრმოდგენის გამო.
ასევე, ირაკლი კობახიძემ ევროკავშირის მხრიდან დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლაზე შეზღუდვების დაწესებისათან დაკავშირებითაც ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ მომავალი წლიდან ასეთი „ანტიქართული" გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან.
„უცხოური მედიის წარმომადგენლების მხრიდანაც განიმარტა, რომ არსებითად სიმბოლური დატვირთა აქვს ამ ნაბიჯს, თუმცა ჩვენთვის ეს არ არის მხოლოდ სიმბოლური ნაბიჯი, ეს არის ღიად ანტიქართული გადაწყვეტილება, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მომავალი წლიდან ასეთი ანიქართული გადაწყვეტილებები არ იქნება მიღებული ევროპული ინსტიტუტების მხრიდან", - აღნიშნა კობახიძემ.
ამასთან, ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მზადაა საჯარო ან არასაჯარო დისკუსებისთვის ნებისმიერ ადამიანთან. მისივე თქმით, დიალოგზე შეთავაზებას გამოხმაურება ამ დრომდე არ მოჰყოლია.
„რა უდგას წინ, 10 კაცი მოვიდეს და ისაუბროს. იქ ჩასვლას რაც შეეხება, 1000-მდე კაცი იყო გუშინ შეკრებილი და აქედან 100 კაცი, ტელევიზორში რომ ნახავდი, პარტიული სახე იყო. რაც მე ვიცანი, მინიმუმ 100 კაცი 1000-დან პარტიული სახეები იყვნენ. სად უნდა ჩავიდე? ვისთან? ლევან ხაბეიშვილთან თუ სოფო ჯაფარიძესთან ჩავიდე? რა უნდა ამ ხალხს ასეთი ტიპის აქციაზე თუ მართლა გულწრფელი აქცია?!
„გუშინ გამოვეხმაურე მაგალითად შოთა არველაძის განცხადებას, მასაც შეუძლია, წამოიყვანოს ნებისმიერი ადამიანი, ვისაც ენდობა, მათ შორის კომპეტენციის კუთხით, გავმართოთ საჯარო დისკუსია ყველა საკითხზე.
„ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ ეროვნული ინტერესები. თუ ვინმე კითხვები აქვს, ეს კითხვები ღიად უნდა გაირჩეს, ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთის, რომ ერთად განვაგრძოთ ზრუნვა ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე. ჩვენი მხრიდან კვლავაც შემიძლია დავაფიქსირო ღიაობა ნებისმიერ ფორმატში ასეთი დისკუსიებისთვის", - თქვა პრემიერმა.
აღსანიშნავია ისიც, რომ პრემიერმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში სიტყვის გამოსვლასაზე თქვა: „სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო, შესაბამისად, მის ამ აქტივობებზე არც მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება.
„სალომე ზურაბიშვილი აღარაა საინტერესო. პრეზიდენტის თანამდებობაზე მას ორი კვირაც აღარ აქვს დარჩენილი. 29დ ეკემბრიდან მთლიანად დაკარგავს აქტუალურობას. შესაბამისად, მის ამ აქტივობებზე არც მინდა განსაკუთრებული აქცენტის გაკეთება", - განაცხადა კობახიძემ.
ამასთან, ევროკავშირის გაფართოების ანგარიშთან დაკავშირებით, რომელშიც საქართველოს მთავრობას მოუწოდებენ, დაუბრუნდეს ევროპულ გზას, ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, კობახიძემ უპასუხა, რომ გახსნან მოლაპარაკებები და ხვალვე ვაწერთ ხელსო.
„ნახეთ, რამხელა აბსურდში არიან შესულები, მოგვიწოდებენ და ნაბიჯის გადმოდგმა არ უნდათ. მათ მხარეს არის რეალურად ბურთი, გახსნან მოლაპარაკებები, ვაწერთ ხელს. რომელ დაბრუნებაზე საუბარი, ნახეთ რამხელა აბსურდში არიან შესული. სამწუხაროა ეს მდგომარეობა, რომელსაც ევროკავშირის სივრცეში ვხედავთ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.