რეზონანსი
12.10.2024

ოთარ კაკაბაძემ პოლონეთის ქალაქ პოზნანში ერთა ლიგაზე უკრაინასთან გამართულ მატჩზე (0:1) გააკეთა კომენტარი, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრები ჯგუფში პირველად დამარცხდა.

„ძალიან დასანანი წაგება იყო. უკრაინას ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ გვაჯობეს. შეხვედრის ბედი ერთმა შეცდომამ გადაწყვიტა. მომენტები ჩვენც გვქონდა, სამწუხაროდ, ვერ გამოვიყენეთ.

პოზნანის სტადიონზე ასეთი ცუდი საფარი პირველად ვნახე. რა თქმა უნდა, წაგებას ამას არ ვაბრალებთ, რადგან ძალიან ბევრი შეცდომა დავუშვით. თუმცა საფარმა მოწინააღმდეგეზე მეტად ჩვენს თამაშზე იქონია გავლენა.

ჯერ არაფერია გადაწყვეტილი - ჯგუფში ისევ პირველ ადგილზე ვართ, ალბანეთთან თბილისში სხვა თამაშს ვაჩვენებთ. ამიტომ ეს წაგება მალე უნდა დავივიწყოთ და მომდევნო მატჩზე გადავერთოთ. გულშემატკივარს კი ბოდიშს ვუხდით, რომ ამჯერად ვერ გავახარეთ".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×