რეზონანსი
03.10.2024

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე გარდაიცვალა. ამ ამბავს ეხმაურება თავად მომღერალი და წერს, რომ გავრცელებული ინფორმაციაა ტყუილია. იგი ასევე მადლობას უხდის ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.

„გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი და ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს კარგად ვარ და მტრის ჯინაზე კარგად ვიქნები. უბრალოდ ვერ ვხდები ასეთი რამე რატო უნდა მოგინდეს ადამიანს ან ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის“, - წერს ზურა ხაჩიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე


Copyright © 2006-2025 by Resonance ltd. . All rights reserved
×