რეზონანსი
29.09.2024

როგორც „იმედის კვირასთან" საუბრისას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა

„წინასაარჩევნო პროცესში დაუფარავი ინტერვენცია ხდება, როდესაც იგივე სენატში, ან წინა პერიოდში ევროპარლამენტში ხდებოდა-ხოლმე ისეთი დაუსაბუთებელი რეზოლუციების, განცხადებების გაკეთება, რომელიც პირდაპირ არის დამიზნებული ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე - დაშინების კუთხით, მმართველი პარტიის ნეგატიური კუთხით წარმოსაჩენად და ასე შემდეგ.

მაკკეინის ინსტიტუტის მიერ გაკეთებული ბოლო დასკვნები, რომელიც საარჩევნო პერიოდში ქვეყანაში სიტუაციის რადიკალიზაციას, პოლარიზაციასა და ქვეყანაზე, ხალხზე ზეწოლის გაძლიერებას ემსახურება, სწორედ იქითკენ არის მიმართული, რომ ამით მმართველი პარტიის აქციების დევალვაცია მოახდინოს და როგორმე ოპოზიციის როლი წარმოაჩინოს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×