რეზონანსი
28.09.2024

მამაკაცი, რომელიც წუხელ საბურთალოს ქუჩაზე დაჭრეს, გარდაიცვალა. ფაქტზე გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დაჭრილი 25 წლამდე ახალგაზრდა კაცი კლინიკაში გარდაიცვალა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

დაჭრას წინ ორ დაჯგუფებას შორის ჩხუბი და შელაპარაკება უძღოდა. მათივე თქმით, ათამდე ადამიანი ერთ მამაკაცს ფიზიკურად უსწორდებოდა და სასიკვდილო  ჭრილობები დანით მიაყენეს. 

მამაკაცის დაჭრის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი ცხელ კვალზე აიყვანა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცს, სხეულის არეში, რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×