
კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრს, ბორის ჩელე ყურუას საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს. თავად ყურუა განმარტავს, რომ აქციებზე 500 ლარით დააჯარიმეს , თუმცა, სასამართლოს გადაწყვეტილება მას არ ჩაბარებია. შესაბამისად თანხა არ გადაუხდია, რის გამოც, მას ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა.
"500-ლარიანი ჯარიმა რომ დამიწერეს არ ჩაუბარებიათ გადაწყვეტილება
დიდი ხანი გავიდა მაგის მერე და ახლა ანგარიშები დამიყადაღეს, თან 50 ლარი ჯარიმა დამიმატეს რატომ არ გადაიხადეო. თქვე ოჯახაშენებულებო, გეთქვათ და ვიხდიდი იქნებ თავის დროზე" - წერს ყურუა
ყურუას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულს, გზის ხელოვნურად გადაკეტვას ედავებოდნენ. საქმე ეხება რუსული კანონის წინააღმდეგ გამართულ აქციებს, რომლის დროსაც აქციის არაერთი მონაწილის წინააღმდეგ გამოძიება სწორედ ამ მუხლით დაიწყო.