რეზონანსი
08.09.2024

წინასაარჩევნოდ რა გეგმები აქვს რადიკალურ ოპოზიციას, ამ საკითხზე „იმედის კვირასთან" პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ისაუბრა.

„ქვეყანას სჭირდება მშვიდობა, მყარი სახელმწიფო ინსტიტუტები და მყარი ლეგიტიმაცია. ამაში დაინტერესებული არ არის რადიკალური ოპოზიცია, ეს კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა", მათი მხარდამჭერი საერთაშორისო, ე.წ. ომის პარტია და ამიტომ ისინი გამუდმებით პედალირებენ, რომ როგორმე წინასაარჩევნო პერიოდი საქართველოში მაქსიმალურად ცუდად წარმოაჩინონ. ასეთ დროს გარკვეული ძალები ნებისმიერ ნაბიჯზე შეიძლება წავიდნენ. როგორც ჩანს, ამაზე გარკვეული ინფორმაციაც არსებობს", - აღნიშნა ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×